რეფლექსია
ინტელის ტრენინგი მეტად საინტერესოა. საფუძვლიანად განვიხილეთ და შევისწავლე პროექტზე მუშაობა, ვისწავლე ბლოგის შექმნა. დავწერეთ პროექტის გეგმა, დავამზადეთ ბუკლეტები, შევქმენით მასწავლებლის (ჩვენი) ბლოგი და მოსწავლის პროექტი. ვისწავლეთ პროექტის შეფასების რუბრიკები.
ვფიქრობდი პროექტს ნაკლები დრო და მუშაობა ჭირდებოდა და ტრენინგმა დამანახა რაოდენ მნიშვნელოვანი, საინტერესო და ბევრის მომცემია კარგი პროექტის შექმნა. ამ ტრენინგზე შეძენილმა ცოდნამ მომცა იმის საშუალება, რომ მოსწავლეები უფრო აქტიურად ჩავრთო პროექტ გაკვეთილებში, რათა უკეთ დავანახოთ ჩვენს მოსწავლეებს პრობლემის განსაზღვრა და მისი გადაჭრის გზები, მიზანი და შედეგები.
ამით მოსწავლეებს განუვითარდებათ თანამშრომლობითი, კომუნიკაციის, შემოქმედებითი, კვლევა-ძიების და პრეზენტაციის უნარი. მოსწავლეებს გაურღმავდებათ საგნის მიმართ მეტი ინტერესი და კონკრეტული თემის მეტი ცონდა, აგრეთვე კომპიუტერული პროგრამების საგაკვეთილო პროცესში აუცილებლობა.
ამ ტრენინგზე მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში. მოვარგებ მოსწავლეების შესაძლებლობებს და საჭიროებებს.
დიდი მადლობა პროექტის ხელმძღვანელს - ქალბატონ ქეთევან ცერაძეს.
No comments:
Post a Comment